საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია და დეოლიგარქიზაცია - რასა იუკნევიჩიენე

საქართველო, თბილისი - 12:34 | 16.02.2023
ნანახია: 509

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაზე უკიდურესად აუცილებელი რეზოლუცია მიიღო. ტექსტი ნათელია – ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებელია „სააკაშვილის პატიმრობაზე, როგორც მისი პირადი შურისძიების ნაწილი“. საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია და დეოლიგარქიზაცია“ – წერს ევროპარლამენტარი.

ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე