დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო სანდრო სულაბერიძის საქმეზე გამოძიება შეწყდა - შსს-ს განცხადება

საქართველო, თბილისი - 22:45 | 14.02.2023
ნანახია: 1403

შსს-ს განცხადებით, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო სანდრო სულაბერიძის საქმეზე გამოძიება შეწყდა.

„2023 წლის 4 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება საქართველოს ეროვნული გალერეის ​ საგამოფენო სივრციდან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის ქურდობის ფაქტზე. შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

საქმის ფარგლებში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების შემდეგ საქმეზე გამოძიება შეწყდა“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე