პატრიარქის ტახტის გადაბარებას ვერავინ მოესწრება - მეუფე ნიკოლოზი
საქართველო, თბილისი - 18:24 | 14.02.2023 ნანახია: 247პატრიარქის ტახტის გადაბარებას ვერავინ მოესწრება, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა.
„სინოდის სხდომა ძალიან მოკლე იყო. თუ არ ვცდები, იყო სამი საკითხი. სინოდის სხდომამ ძალიან მშვიდობიანად ჩაიარა. საერთოდ, ბევრს ვკამათობთ ხოლმე, მეც მათ შორის. ამჯერად, საკამათო არაფერი იყო. პირველი, რაც შემიძლია, გითხრათ, იყოს ის, რომ მივულოცეთ პატრიარქს დაბადებიდან 90 წლის იუბილე და პატრიარქობის 45 წლის იუბილე. ერთ-ერთი საკითხი იყო, რომ სამძიმრის წერილს გავუგზავნით თურქეთის სახელმწიფოს, მაგრამ პირველ რიგში, კონსტანტინეპოლის პატრიარქს და ანტიოქიის პატრიარქს სირიაში, სადაც მოხდა ეს საშინელი ტრაგედია. დანარჩენი, ძალიან ყოფითი საკითხი იყო“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
ჟუნალისტების შეკითხვაზე, „იყო თუ არა საუბარი პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარებაზე, ტახტის მემკვიდრეზე?“მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ „ამას ვერავინ მოესწრება“.
„თქვენ მე მაიძულებთ, ცუდი რაღაც ვთქვა. ახლა ვიტყვი, ვერ მოესწრება ამას ვერავინ, ვერასოდეს. არასოდეს დადგება ეს საკითხი დღის წესრიგში და აზრადაც არ მოსვლია ვინმეს თავში, რაღაც მსგავსი ეთქვა. ვერ მოესწრება ვერავინ. პატრიარქი იქნება დიდხანს და ჩვენ პატრიარქის 50 წლის იუბილეს ერთად აღვნიშნავთ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები“, – განაცხადა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.
მსოფლიო
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
- ტრამპი უფრო ძლიერია, მას შეუძლია აიძულოს პუტინი დათანმხდეს მშვიდობას - ზელენსკი
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს