საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო - Epigraph Town Hotel გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 15:09 | 13.02.2023 ნანახია: 1314
საქართველოს ბანკი ბიზნესისა და სამშენებლო სექტორის ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ბანკისა და კომპანია „3 ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო - Epigraph Town Hotel გაიხსნა. სასტუმრო 778.60 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. ის 4 სართულსა და 31 ნომერს მოიცავს.
პროექტის ჯამური ღირებულება 6 მილიონი ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 1.97 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც სრულად შენობის შეძენასა და სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა.
„ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ საუკეთესო ლოკაციაზე, თაბუკაშვილის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობა 2019 წელს დავიწყეთ. მისი გახსნა სამწუხაროდ, პანდემიის გამო გახანგრძლივდა. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ხელშეწყობით ოთხვარსკვლავიანი, 31 ნომრიანი სასტუმროს აშენება და გახსნა ამ დაბრკოლების მიუხედავად შევძელით. ჩვენთან მოსულ სტუმრებს მყუდრო და კომფორტულ ნომრებთან ერთად, ასევე სასიამოვნო გარემო დახვდებათ. ჩვენ მათ საუკეთესო შეთავაზებებს ვპირდებით“, - განაცხადა Epigraph Town Hotel-ის დირექტორმა, შალვა ალავერდაშვილმა.
„საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა. კომპანია “3 ჯგუფთან“ 2019 წლიდან ვთანამშრომლობთ და მოხარული ვართ, რომ ჩვენთან პარტნიორობით თაბუკაშვილის ქუჩაზე, ოთხვარკვლავიანი სასტუმრო - Epigraph Town Hotel-ის აშენება და გახსნა გახდა შესაძლებელი. მსგავსი პროექტების ხელშეწყობა მნიშვენლოვანია, რადგან ეს ხელს უწყობს ქვეყანაში სტუმარ-მასპინძლობისა და სამშენებლო სექტორის განვითარებას, ბიზნესის წახალისებას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას. ჩვენ კვლავ აქტიურ რეჟიმში გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ბიზნესების გაძლიერებასა და ინვესტიციების განხორციელებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ვალერი ნარსიამ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















