ევროპარლამენტმა შესაძლოა მიიღოს ახალი რეზოლუცია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვენ

საქართველო, თბილისი - 15:00 | 13.02.2023
ნანახია: 562

ევროპარლამენტმა შესაძლოა მიიღოს ახალი რეზოლუცია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად არის მოხსენიებული და ევროპულ საბჭოს, სხვა დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ერთად მოუწოდებენ მას პერსონალური სანქციები დაუწესოს.

ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დებატები დღეს, 13 თებერვალს გაიმართება. საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში რეზოლუციის 5 ტექსტია დარეგისტრირებული, მათგან ორში საუბარი შეეხო ბიძინა ივანიშვილს.

ერთი რეზოლუციის ტექსტის ავტორი ევროპის სახალხო პარტიაა (EPP), მეორის კი ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე