გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, კრისტალმა საფონდო ბირჟაზე 25 მლნ ლარის ღირებულების გენდერული ობლიგაციები განათავსა
საქართველო, თბილისი - 14:57 | 13.02.2023 ნანახია: 1951
გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ განხორციელებული ინვესტიციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალმა“ საფონდო ბირჟაზე ორწლიანი გენდერული ობლიგაციები განათავსა.
„საქართველოს ბანკის“, როგორც თანაინვესტორის და „აზიის განვითარების ბანკის“, როგორც მთავარი ინვესტორის მხარდაჭერით, ფასიანი ქაღალდების ჯამური ღირებულება 25 მილიონ ლარს შეადგენს. აზიის განვითარების ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 18.75 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის წილი კი 6.25 მილიონ ლარს შეადგენს.
ეს არის პირველი შემთხვევა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და საქართველოში, როდესაც საფონდო ბირჟაზე გენდერული ობლიგაციების ჩაშვება განხორციელდა.
Crystal-ის გენდერული ობლიგაციები სოციალურ ხასიათის ატარებს და მის მიზანს გენდერული თანასწორობისა და ქალების გაძლიერების ხელშეწყობა წარმოადგენს. შესაბამისად, ობლიგაციები მიმართულია ქალების მიერ დაფუძნებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსებისა და მათი ეკონომიკური გაძლიერებისკენ.
გენდერული ობლიგაციების ბირჟაზე განთავსება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რადგან მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები საქართველოს ეკონომიკაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ - ისინი ქვეყანაში ქმნიან სამუშაო ადგილების ნახევარზე მეტს. თუმცა, მათი ზრდა შეფერხებულია ფინანსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს კი ქალები წარმოადგენენ.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, თავის მხრივ, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მოწყვლადი ჯგუფებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის პროცესში, განსაკუთრებით, დაბალი შემოსავლების მქონე მსესხებლებისთვის, რომლებიც რურარულ გარემოში ცხოვრობენ.
„მოხარული ვარ გაცნობოთ „კრისტალსა“ და „აზიის განვითარების ბანკს“ (ADB) შორის პირველი პარტნიორობის შესახებ. „კრისტალი“ ყოველთვის იყო მდგრადი დაფინანსების და მცირე მეწარმეების აქტიური მხარდამჭერი, რაც დასტურდება მრავალი კორპორაციული ჯილდოთი და საინვესტიციო გარიგებებით. მოცემული ტრანზაქცია არის ADB-ს და ჩვენი საერთო ღირებულებების ნათელი მაგალითი და ემსახურება საქართველოში მეწარმე ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზანს. ასევე, მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს - „საქართველოს ბანკს“ და „Galt & Taggart“-ს ტრანზაქციის აქტიური მხარდაჭერისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - აღნიშნა „კრისტალის“ უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ილია რევიამ.
“ადგილობრივი სავალუტო ობლიგაციები ემსახურება იმ ფინანსური ხარვეზების შევსებას, რომელიც ხელს უშლის განვითარებად ქვეყნებს, მიაღწიონ მდგრად და ინკლუზიურ განვითარებას. შესაბამისად, ზემოთხსენებული ობლიგაციები ხელს უწყობს კერძო სექტორის მიერ კაპიტალის ეფექტურ მართვას. ამასთანავე, ეს ტრანზაქცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თემატური ობლიგაციების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით ხელს შეუწყობს საქართველოში კაპიტალის ბაზრის გაღრმავებას და ქალების მიერ მართული მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას“, - აღნიშნა ADB-ის კერძო სექტორის საფინანსო ინსტიტუტების განყოფილების დირექტორმა, კრისტინ ენგსტრომმა.
„მოხარული ვარ, რომ „გალტ & თაგარტი“ აქტიურად იყო ჩართული ასეთი უპრეცენდენტო გარიგების წარმატებით განხორციელებაში, განთავსებისა და კალკულაციის აგენტის როლში. ეს ტრანზაქცია „კრისტალისა“ და „გალტ & თაგარტის“ მესამე ერთობლივი განთავსებაა, რაც მეტყველებს როგორც „კრისტალის“ სანდოობაზე, ასევე, ინვესტორების მხრიდან ზოგადად, მსგავს ტრანზაქციებზე ნდობის ზრდაზე. აღსანიშნავია გარიგების უნიკალური მახასიათებელი, რაც გულისხმობს პირველი გენდერული ობლიგაციების განთავსებას საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. ვიმედოვნებთ, მომავალში არა ერთი მსგავსი ტრანზაქცია განხორციელდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლარის ობლიგაციების ემისიებისთვის. მსურს, მადლობა გადავუხადო და მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს მორიგი წარმატებული და საინტერესო გარიგებისთვის. „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბაზარზე წლებია წამყვანი საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან“, - განაცხადა ოთარ შარიქაძემ, „Galt & Taggart”-ის მმართველმა დირექტორმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















