20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში. მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს???? სხვა ეპოქას გვახსენებს - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 19:24 | 12.02.2023
ნანახია: 230

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ეროვნულ გალერეასთან მიმდინარე, სანდრო სულაბერიძის სოლიდარობის აქციას სპციალურ ქსელში ეხმიანება.

"20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში. მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს ????
ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს !" - წერს პრეზიდენტი.

4 თებერვალს ეროვნულ მუზეუმში გამოფენაზე "ავტოპორტრეტი სარკესთან" ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევრები ჩამოხსნა და მის ნაცვლად კედელზე წარწერა დატოვა - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია".

სანდრო სულაბერიძის საქმეზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე