ჩემი მდგომარეობა გაუარესდა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ სამედიცინო კონსილიუმი - სააკაშვილი ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს

საქართველო, თბილისი - 16:08 | 10.02.2023
ნანახია: 217

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს, თამარ გვარამაძეს მიმართავს და სამედიცინო კონსილიუმს ითხოვს.

"მეც და ჩემმა წარმომადგენლებმაც არაერთხელ მოგმართეთ წინა დღეებში თხოვნით, გამოაგზავნოთ თქვენი სამედიცინო კონსილიუმი. ჩემი მდგომარეობა ბოლო დღეებში გაუარესდა და თქვენ გარდა, არავის აქვს შესაძლებლობა, დამოუკიდებელი ექსპერტების გამოგზავნის.

იმედია, ამას განახორციელებთ უახლოეს დღეებში და ვერანაირი პოლიტიკური ზეწოლა ამაში ხელს ვერ შეგიშლით" - წერს სააკაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე