სასამართლომ არ გამოიჩინა მოწყალება სააკაშვილის მიმართ, რომელიც მძიმედ ავად არის, ეს არ არის ევროპული გზა - პეტრას აუსტრევიჩუსი

საქართველო, თბილისი - 22:55 | 06.02.2023
ნანახია: 323

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების თაობაზე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი.

„თბილისის სასამართლომ არ გამოიჩინა მოწყალება და თანაგრძნობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის მიმართ, რომელიც მძიმედ ავად არის. ეს არ არის ევროპული გზა, ეს არის სასიკვდილო განაჩენი ოპონენტისთვის“, – წერს პეტრას აუსტრევიჩუსი „ტვიტერზე“.

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე