მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

საქართველო, თბილისი - 20:33 | 06.02.2023
ნანახია: 425

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.

სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობა ადვოკატებმა წარადგინეს.

პროცესები დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე