არ ვაპირებ, იმ ორგანოს წევრი ვიყო, რომლის დაკომპლექტების წესი, საჯაროობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - გიორგი კირთაძე
საქართველო, თბილისი - 13:06 | 06.02.2023 ნანახია: 275ყრილობაზე, რომელზეც არავის მივუწვევივარ, პოლიტსაბჭოს წევრად ისე ამირჩიეს, ჩემთვის აზრი არავის უკითხავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კირთაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, არ აპირებს იმ ორგანოს წევრი იყოს, რომლის დაკომპლექტების წესი, საჯაროობა და გამჭვირვალობა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
„პოლიტიკაში ყველა პარტიულ თანამდებობაზე მაღალი თანამდებობა თანამოქალაქეების მხარდაჭერაა, რომელსაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ, რისთვისაც დიდი მადლობა თითოეულ მათგანს.
დღეს იმ ყრილობაზე, რომელზეც არავის მივუწვევივარ, პოლიტსაბჭოს წევრად ამირჩიეს ისე, რომ ჩემთვის აზრი არავის უკითხავს.
ბუნებრივია, არ ვაპირებ, ვიყო იმ ორგანოს წევრი, რომლის დაკომპლექტების წესი, საჯაროობა და გამჭვირვალობა ძალიან დიდი კითხვითი ნიშნის ქვეშ დგას“, – წერს გიორგი კირთაძე.
მსოფლიო
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
- ტრამპი უფრო ძლიერია, მას შეუძლია აიძულოს პუტინი დათანმხდეს მშვიდობას - ზელენსკი
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს