2024 წლისთვის „ომის პარტიას“ აღარ ექნება ოპოზიციაში ლიდერობის რესურსი, რაც სხვებმა უნდა გამოიყენონ - გურამ მაჭარაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:49 | 06.02.2023
ნანახია: 235

„ნაცმოძრაობის“ განცხადებების საფუძველზე, პარტიაში პროცესები კანონზომიერად მიდის, მათზე ითქმის, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომი გამოუცხადა საკუთარ საზოგადოებას, რითიც საბოლოოდ გაიფორმა „ომის პარტიის“ სახელი.

„არეულობა უნდოდათ ქვეყანაში და მიიღეს საკუთარ პარტიაში, ეძებდნენ სახელმწიფოში ერთ ოლიგარქს და საკუთარ პარტიაში ორი აღმოაჩინეს, ჩრდილოვან მმართველობას ეძებდნენ და ახლა პარტიაში არაფორმალურ მმართველებზე საუბრობენ. ოპოზიციურ ველზე დიდი ადგილი ჩნდება – 2024 წლისთვის „ომის პარტიას“ აღარ ექნება ოპოზიციაში ლიდერობის რესურსი, რაც სხვებმა უნდა გამოიყენონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე