ორშაბათს არის ბოლო პროცესი, ალბათ იმ დღესვე გამოაცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას - შალვა ხაჭაპურიძე

საქართველო, თბილისი - 13:30 | 04.02.2023
ნანახია: 247

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე ორშაბათს, 6 თებერვალს ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართება.

ხაჭაპურიძის თქმით, მოსამართლე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, ორშაბათსვე გამოაცხადებს.

"ორშაბათს 17:00 საათზე არის ბოლო პროცესი, მხარეები ვიტყვით ჩვენ დასკვნით სიტყვებს და ალბათ, იმ დღესვე გამოაცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე