ჩვენი ხელისუფლება გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 19:01 | 03.02.2023
ნანახია: 201

„ჩვენი ხელისუფლება გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროინტეგრაცია პრინციპულად მნიშვნელოვანია, რისთვისაც ქვეყანამ ბევრი სასიკეთო ცვლილება განახორციელა. 

„ამ შეფასებას დღეს ძალიან ბევრი გამოხმაურება ჰქონდა და მინდა, მეც შევუერთდე მილოცვებს. მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება გადადგმული. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, პირადად ჩემთვის ევროინტეგრაცია პრინციპულად მნიშვნელოვანია. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენმა ქვეყანამ, ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა ამ რთულ გზაზე. რა თქმა უნდა, დღესაც არსებობს გამოწვევები, კიდევ არის გადასადგმელი ნაბიჯები, რისთვისაც ჩვენი ხელისუფლება გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია“, - განაცხადა კახა კალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე