ზელენსკიმ რაც განაცხადა, რბილად რომ ვთქვათ, არ არის სწორი და მართებული შეფასება - სარჯველაძე

საქართველო, თბილისი - 13:42 | 02.02.2023
ნანახია: 217

ზელენსკიმ რაც განაცხადა, რბილად რომ  ვთქვათ, არ არის სწორი და მართებული შეფასება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ მიხეილ სააკაშვილის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

„არ ვიცი, ზელენსკი რა ინფორმაციას ფლობს. მით უმეტეს, იმ ფონზე, რამდენად პრიორიტეტულია მისთვის ეს საკითხი. ის, რაც ზელენსკიმ განაცხადა, არ არის სწორი და მართებული შეფასება. ამას რბილად ვამბობ იმის გათვალისწინებით, რა მდგომარეობაშიც არის უკრაინა და რამდენად მკაცრი პასუხი შეიძლება, გაეცეს მის ხელმძღვანელს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე