გიგლა აგულაშვილმა ბაღდათის მუნიციპალიტეტისთვის ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მართვაში გადაცემის საკითხი განიხილა

საქართველო, თბილისი - 11:31 | 09.03.2016
ნანახია: 1418

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მუნიციპალიტეტისთვის ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მართვაში გადაცემის საკითხი განიხილეს.

საქართველოს კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის რესურსების მართვა სახელმწიფოსთან ერთად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე მართვაში გადაცემის პროცედურების სამართლებრივი მოწესრიგება მიმდინარეობს, რის შემდეგაც განიხილება მუნიციპალური ტყეების გადაცემის პროცედურა.

შეხვედრას მინისტრის მოადგილეებთან ერთად, სატყეო პოლიტიკის სამსახურისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე