მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ხვალ ევროპარლამენტში დებატები გაიმართება

საქართველო, თბილისი - 19:05 | 01.02.2023
ნანახია: 279

ევროპარლამენტი მომდევნო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, დებატებს გამართავს. ამის შესახებ ევროდეპუტატებმა გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, კენჭისყრით მიიღეს. კოლეგებს ინიციატივით ანა ფოტიგამ მიმართა.

"ჩვენ ყველამ ვნახეთ, რა რთულ ვითარებაშია მისი ჯანმრთელობა. ბევრჯერ გავაჟღერეთ ჩვენი შეშფოთება და მოვითხოვეთ მისი გამოშვება ციხიდან ჰუმანიტარული მიზნებისთვის და სათანადო მკურნალობსთვის. დღესდღეობით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო დადასტურებული ნევროლოგების ჩვენებით, რომლებმაც ასევე გვაჩვენეს ის მრავალრიცხოვანი დარღვევები, რომელიც გამოწვეულია არასწორი წამლების მიღებით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი თხოვნა და გამართოთ დებატები. ვაყენებთ ამ საკითხს კენჭისყრაზე," - განაცხადა ანა ფოტიგამ ბრიუსელში, ევროდეპუტატებისთვის მიმართვისას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე