ტანგოს ორი სჭირდება - გრიგორი კარასინი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე

საქართველო, თბილისი - 17:47 | 01.02.2023
ნანახია: 247

რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენისთვის მზადაა, თუმცა ამისთვის ქართული მხარის თანხმობაა საჭირო. ამის შესახებ rbc-ს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა განუცხადა.

„ჩვენ, ბუნებრივია, ამაზე ვმსჯელობთ, მოსაზრებებს ვცვლით, მაგრამ არსებობს ასეთ გამოთქმა: ტანგოს ორი ადამიანი სჭირდება და თუ ერთი მონაწილე ორჭოფობს, ძალდატანება არ არის საჭირო. ასეთი შესაძლებლობა არსებობს და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, - განაცხადა კარასინმა.

მანამდე რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე