მოვუწოდებ ყველა მეგობარს, მიმართონ სალომე ზურაბიშვილს, მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი - მარკ ფეიგინი

საქართველო, თბილისი - 15:50 | 01.02.2023
ნანახია: 230

მოვუწოდებ ყველა მეგობარს, მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, თხოვნით, მოინახულოს პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ რუსი უფლებადამცველი, მარკ ფეიგინი Twitter-ზე წერს და დღევანდელი სასამართლო პროცესიდან ექს-პრეზიდენტის ფოტოებს ავრცელებს.

"მოვუწოდებ ყველა მეგობარს, მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, თხოვნით, მოინახულოს პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში. ღრმადპატივცემულო სალომე, დროა გავიგოთ, რა დარჩება თქვენი პრეზიდენტობისგან ჩვენ მეხსიერებაში!", - წერს ფეიგინი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე