კრიმინალებს, დოკუმენტაციის გაყალბების გამო ხელები მიემტვრევათ - ლევან ხაბეიშვილი

საქართველო, თბილისი - 12:57 | 01.02.2023
ნანახია: 335

კრიმინალებს, რომლებიც მთავრობის სხდომაზე მთავარ კრიმინალთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სხედან, დოკუმენტაციის გაყალბების გამო ხელები მიემტვრევათ, - ამის შესახებ ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

"სამთავრობო სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილს კრიმინალი ჯანდაცვის მინისტრი და იუსტიციის მინისტრიც რომ უზის და პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონკრეტულ დოკუმენტაციას აყალბებენ. ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ ამ ადამიანებს, ვინც ამას აკეთებს, ხელები მიემტვრევა. პირდაპირი მნიშვნელობით, ხელები მიემტვრევა [...] კიდევ ვამბობ, იმ კრიმინალებს, რომლებიც მთავრობის სხდომაზე მთავარ კრიმინალთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სხედან, დოკუმენტაციის გაყალბების გამო ხელები მიემტვრევათ", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

გუშინ, 31 იანვარს ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ როგორც მან ექიმებისგან შეიტყო, საბუთებში მიხეილ სააკაშვილის სიმაღლე 2 სმ-ით აქვთ დაპატარავებული იმისთვის, რათა მისი პარამეტრები კრიტიკულ ნიშნულს არ ჩამოცდეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე