სააკაშვილს სიმაღლეში ოფიციალურად აპატარავებენ, 1.94 მეტრია და უწერენ 1.92-ს, რადგან წონით ქვემოთ მოდის და ზღვარს სცილდება - ხაბეიშვილი

საქართველო, თბილისი - 17:13 | 31.01.2023
ნანახია: 308

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ნიშნით იდევნება. იმის მაგივრად, რომ რეანიმაციაში გადაიყვანონ, სიმაღლეში ოფიციალურად აპატარავებენ. 1.94 მეტრია სააკაშვილი და უწერენ 1.92-ს, რადგან წონით ქვემოთ მოდის და ზღვარს სცილდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„არანაირი სხვა პოლიტიკის წარმოება არ იქნება, როდემდე იქნება ამ პირობებში. როცა პოლარიზაციაზე, რაიმეს დასრულებაზეა ლაპარაკი, ეს ბუნებაში ვერ მოხდება, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი არის ამ მდგომარეობაში. აქედანვე მინდა, ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებასაც, გამორიცხულია, სხვა თემა არ იარსებებს. მე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეული თავმჯდომარე, გავაკეთებ ყველაფერს, რომ ვმობილიზდეთ, რომ სერიოზული მოძრაობა დავიწყოთ ამ მიმართულებით, იგივე შტაბებთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილის შტაბები უნდა გაიხსნას რეგიონებში. დახურული ოფისები, ეს ინფრასტრუქტურა უნდა ამოძრავდეს, უნდა იცოდეს ივანიშვილმა, რომ ფიზიკური პრობლემები შეექმნება“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე