ხაბეიშვილი არის კეზერაშვილ-მერაბიშვილის მიერ დროებით დასმული ხელქვეითი, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გააგდებენ, როგორც ნიკა მელია გააგდეს - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 13:19 | 31.01.2023
ნანახია: 212

ხაბეიშვილი არის კეზერაშვილ-მერაბიშვილის მიერ დროებით დასმული ხელქვეითი, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მას მოაშორებენ და გააგდებენ ამ თანამდებობიდან, როგორც ნიკა მელია გააგდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც აჩვენებდა საზოგადოებას იმას, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. გვახსოვს, როგორ ექცეოდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რა დამოკიდებულება იყო და დღეს, როდესაც ოპოზიციაში არიან ისინი, საზოგადოებას აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია.

ხაბეიშვილი ვინ არის? არავინ არ არის საერთოდ. ხაბეიშვილი არის კეზერაშვილ-მერაბიშვილის მიერ დროებით დასმული ხელქვეითი, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მას მოაშორებენ და გააგდებენ ამ თანამდებობიდან, როგორც ნიკა მელია გააგდეს. თქვენ ნახეთ, როგორი ბინძური მეთოდებით ებრძოდნენ ისინი ერთმანეთს. ეს არის მათი ხელწერა. შეუძლებელია, შეიცვალონ ეს ადამიანები და ამ პარტიის სულისკვეთება თავისი ფარული ჩანაწერებით, ერთმანეთის მიმართ თავისი შეურაცხმყოფელი განცხადებებით. ეს მათი საქმეა, არ მინდა, ჩავერიო მათ პარტიულ საქმიანობაში, თუმცა ეს ცხადია და გამოკვეთილია, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახლავთ კეზერაშვილ-მერაბიშვილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე