საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის (SMEDA) ბიზნეს ფორუმი ბათუმში გაიმართება
საქართველო, თბილისი - 12:31 | 30.01.2023 ნანახია: 1313
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან პარტრნიორობით, 2 თებერვალს, ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) მასშტაბურ ბიზნეს ფორუმს გამართავს. ფორუმზე ფინანსურ ხელმისაწვდომობასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს განიხილავენ.
შეხვედრაზე მოხსენებით საქართველოს ბანკის წარმომადგენლები: რუსუდან ბარათაშვილი და ლევან თეთრაძე წარსდგებიან, რომლებიც ბუღალტერიის განვითარების პროგრამასა და დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებზე - ფაქტორინგზე ისაუბრებენ.
ფორუმზე მონაწილეობას ასევე მიიღებენ: საქართველოს ეროვნული ბანკის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს წარმომადგენლები, რომლებიც ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებულ საკითხებს სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხლავენ.
„მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომა, დღეს ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. არსებობს პრობლემები, რომლებიც ბარიერებს ქმნიან დაფინანსების მოძიების თვალსაზრისით. თუმცა, ამავდროულად, არსებობს შესაძლებლობები, რომლის შესახებაც რიგ შემთხვევებში ბიზნესი არასაკმარისად არის ინფორმირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მივაწოდოთ მათთვის საჭირო ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, ჩვენი ორგანიზებით ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე წინა წლებში არაერთი ღონისძიება გაიმართა და 2023 წელსაც საქართველოს რეგიონებში რამდენიმე ღონისძიების ჩატარებას ვგეგმავთ“, - განაცხადა SMEDA-ს დირექტორმა, გიგა ფაიქიძემ.
„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს საინტერესო პროექტების განხორციელებას. მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ ბათუმში SMEDA-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში და მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესს. ფორუმზე დამსწრე აუდიტორია მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციას გაეცნობა, ისეთს, როგორიცაა: ფინანსური ხელმისაწვდომობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები. ასევე, მოისმენენ ციფრული ბუღალტერიის საჭიროებებს, რაც მათ კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ბიზნესის უკეთ წარმართვასა და სამომავლო განვითარებაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა, რუსუდან ბარათაშვილმა.
დაინტერესებული პირები რეგისტრაციის გავლას მითითებულ ბმულზე შეძლებენ: https://bit.ly/3ky60TM
ინფორმაციისთვის, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) წევრობაზე დაფუძნებულ, დამოუკიდებელ არაკომერციულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლის მიზანია, იზრუნოს და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდასა და განვითარებას. SMEDA პირველი ციფრული ასოციაციაა საქართველოში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















