უკრაინისთვის იარაღის მიწოდება სამხედრო კონფლიქტში ჩართვას ნიშნავს, რასაც ვერ დავუშვებთ, სამწუხაროა, როცა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ასეთ მოწოდებებს ღიად აკეთებენ - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 18:12 | 26.01.2023
ნანახია: 380

უკრაინისთვის ნებისმიერი იარაღის მიწოდება სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას ნიშნავს, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ, – საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოც შეუერთდება იმ პარტნიორთა წრეს, რომლებიც უკრაინას აწვდიან იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას.

„მეორე ფრონტთან დაკავშირებით მოწოდებები არ წყდება. ამას ხან პირდაპირი ფორმით აკეთებენ, ხან ირიბი ფორმით. რა თქმა უნდა, უკრაინისთვის ნებისმიერი იარაღის მიწოდება სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას ნიშნავს, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. ძალიან სამწუხაროა, როდესაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ასეთ მოწოდებებს, პრაქტილულად, ღია ფორმით აკეთებენ. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული პრობლემაა. უკრაინელი ხალხი არის ჩვენი მეგობარი ხალხი, მაგრამ, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება არ მოქმედებს ისე, როგორც ეს შეშვენის მეგობარი სახელმწიფოს პარტნიორ ხელისუფლებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე