ნებისმიერი სახის ასეთი განცხადება საფრთხილოა, არ შეიძლება დაპირების მიცემა, რომელიც პრაქტიკულად, შეუსრულებელია - ხატია დეკანოიძე ხაბეიშვილის განცხადებაზე

საქართველო, თბილისი - 14:39 | 25.01.2023
ნანახია: 212


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, არ შეიძლება ისეთი დაპირების გაცემა, რომელიც პრაქტიკულად, შეუსრულებელია.

როგორც ხატია დეკანოიძე ამბობს, ნებისმიერი სახის ასეთი განცხადება ძალიან საფრთხილოა.

„არ მომისმენია მთელი კონტექსტი, მაგრამ ნებისმიერი სახის ასეთი განცხადება ჩემთვის ძალიან საფრთხილოა. ამიტომ ამას ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. რეალურად, არ შეიძლება იმ დაპირების მიცემა, რომელიც პრაქტიკულად, შეუსრულებელია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „არ ვაპირებ, დავიხიო რამეზე უკან და ჩვენ წინ არსებული ბარიკადი არ გადავლახო, თუ საჭირო გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოვიხსნით“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე