საგარეჯოში დაჭრილი 24 წლის გიორგი კიკნაძის მდგომარეობა, ამ დრომდე მძიმეა

საქართველო, თბილისი - 11:54 | 24.01.2023
ნანახია: 306

საგარეჯოში დაჭრილი სამი პირი მკურნალობას განაგრძობს. ექიმების შეფასებით, ერთ-ერთი დაშავებულის, 24 წლის გიორგი კიკნაძის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, თუმცა მცირედი გაუმჯობესებაც შეინიშნება.

რაც შეეხება დანარჩენ ორ დაშავებულს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ კლინიკიდან უახლოეს დღეებში გაწერენ.

მომხდარი თავდასხმის საქმეზე, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება - იკითხებიან მოწმეები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე