საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო ბრენდის „Super 8 by Wyndham“-ის სასტუმროს შენდება
საქართველო, თბილისი - 16:58 | 23.01.2023 ნანახია: 1579
საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით „არქი“ თბილისში, 4 877 კვ.მ-ზე, სამვარსკვლავიან სასტუმროს - „Super 8 by Wyndham“ აშენებს, რომელიც მსოფლიოში წამყვანი სასტუმროების ქსელის „ვინდჰემის“ ბრენდს წარმოადგენს. პროექტის ჯამური ღირებულება 5 მილიონი დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 3 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც სრულად სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში, სამვარსკვლავიან, 13 სართულიან სასტუმროს „Super 8 by Wyndham“ ვაშენებთ, რომელიც 2023 წლის ბოლოს გაიხსნება. სასტუმრო 129 ნომერს მოიცავს და მომხმარებლებს საინტერესო დიზაინს, მიმზიდველ ლოკაციასა და ხელმისაწვდომ ფასს ვთავაზობთ. საქართველოს ბანკთან 2019 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ დრომდე არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ. იმედი მაქვს, სამომავლოდაც მათთან ერთად კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს ჩაეყრება საფუძველი“, - განაცხადა კომპანია „არქი“-ს გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა.
„საქართველოს ბანკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს ბიზნესისა და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ ფინანსურად მხარს ვუჭერთ „Super 8 by Wyndham“ სასტუმროს მშენებლობას. მსგავსი პროექტები ზრდის და აძლიერებს აღნიშნულ სექტორს და ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, რადგან ყოველი ასეთი პროექტი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა, ერეკლე ვაშაყმაძემ.
ინფორმაციისთვის, „არქი“ ლიდერი დეველოპერი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც საქმიანობა 2006 წლიდან დაიწყო. ამ დროისთვის „არქი“-ს 43 პროექტი აქვს განხორციელებული და ის უკვე 30 000-მდე მაცხოვრებელ „არქელს“ აერთიანებს. ბოლო პერიოდში კომპანია სასტუმროს ბიზნესში აქტიურად ჩაერთო და არაერთი საერთაშორისო თუ ლოკალური ბრენდის სასტუმროსა და აპარტოტელის მშენებლობას გეგმავს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს მთისა და ზღვის კურორტებზე.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















