28 იანვრამდე საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

საქართველო, თბილისი - 14:28 | 23.01.2023
ნანახია: 269

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 იანვრამდე საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მათივე ცნობით, 25 იანვრამდე კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +4, +9 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -1, -3, ხოლო დღის საათებში +6, +8 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე