შეძრწუნებული ვარ საგარეჯოში შემზარავი ტრაგედიით, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, მთელ საქართველოს - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 12:20 | 20.01.2023
ნანახია: 332

შეძრწუნებული ვარ საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„შეძრწუნებული ვარ საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს.

დაღუპულთა შორის არის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს!

ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო ლოცულობს დაშავებულთა ჯანმრთელობისთვის. მათ მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!“, – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

საგარეჯოში ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი, დაჭრილია 5 ადამიანი. თავდამსხმელმა თავი მოიკლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე