თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 11:46 | 20.01.2023
ნანახია: 351


თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ საკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე მორიგი პროცესი დაიწყო.

დღევანდელ სხდომაზე ცენტრ "ემპათიას" 5 ექპერტი გამოიკითხება. მედიკოსები მესამე პრეზიდეტის მძიმე დიაგნოზებზე მოსამართლე გიორგი არევაძეს ამომწურავ ინფრომაციას მიაწვდიან.

ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, დღესვე დაგეგმილია კლინიკა "ვივა მედის" ერთ-ერთი ექთნის გამოკითხვაც, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მომვლელი ექთანია.

აღსანიშნავია, რომ თავად მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღევანდელ პროცესს ვერც დისტანციურად ესწრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე