საქართველოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ზეწოლას, რომელიც ღიად ითხოვს ანტირუსულ სანქციებთან შეერთებას, პატივისცემას იმსახურებს - ლავროვი

საქართველო, თბილისი - 17:23 | 18.01.2023
ნანახია: 419

საქართველოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ზეწოლას, რომელიც ღიად ითხოვს ანტირუსულ სანქციებთან შეერთებას, პატივისცემას იმსახურებს. ამის შესახებ ლავროვმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, როგორ განიცდის საქართველო, ისევე როგორც პრაქტიკულად ყველა ქვეყანა, ზეწოლას დასავლეთის მხრიდან, რომელიც ითხოვს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შეერთებას. ის, რომ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვთ სიმამაცე, თქვან, რომ იხელმძღვანელებენ თავიანთი ინტერესებით, პატივისცემას იმსახურებს“, – განაცხადა ლავროვმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე