სერგო ჩიხლაძე: „მე და საზოგადოების“ წინააღმდეგ გალაშქრება, ”კგბ-შნიკური“ პროპაგანდის დანერგვას ესმახურება
საქართველო, თბილისი - 11:14 | 08.03.2016 ნანახია: 4932საგნის, „მე და საზოგადოების“ სტანდარტთან დაკავშირებული დამოკიდებულებისა და საჭიროების შესახებ საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურმა ცენტრმა „თანადგომამ“ კვლევა ჩაატარა. კვლევის ავტორია სერგო ჩიხლაძე, ხარისხობრივი კვლევების ექსპერტი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი. მისი განმარტებით, თავდაპირველად იგეგმებოდა კვლევა საგანში “მე და საზოგადოება“ ჯანსაღი ცხოვრების წესის საკითხების სათანადოდ ასახვასთან დაკავშირებით, თუმცა, მე და საზოგადოება“ დანერგვის მიმართ საზოგადოებაში არსებულმა არაერთგვაროვანმა დამოკიდებულებამ განაპირობა კვლევის თემატიკის გაფართოება და გაშლა.
კვლევა გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში საქართველოს 5 სხვადასხვა ქალაქში ჩატარდ ა- თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში. გამოიკითხნენ სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები. სულ 16 ფოკუსირებული ჯგუფის დისკუსია ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობდა სამოცამდე სკოლის დაწყებითი საფეხურის 72 პედაგოგი და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა 56 მშობელი. კვლევის მიზანი იყო საგნის „მე და საზოგადოება“ სტანდარტთან დაკავშირებული დამოკიდებულებებისა და საჭიროებების შესწავლა ზემოთაღნიშნულ სამიზნე ჯგუფებში და ანალიზის საფუძველზე დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება.
შეგახსენებთ, რომ სტანდარტზე მუშაობა წელიწადზე მეტია მიმდინარეობს, მასში ჩართულია განათლების სამინისტროს ექსპერტები, ასევე სხვადასხვა სფეროს მოწვეული ექსპერტები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვ. საგნის სტანდარტის დამტკიცების შემდეგ აუცილებელია, შეიქმნას სახელმძღვანელო/გზამკვლევი მასწავლებლებისთვის, რომლებსაც დაევალებათ ამ საგნის სწავლება. სახელმძღვანელოში დეტალურად უნდა გაიწეროს ცალკეული თემების სწავლების ტექნიკა, მეთოდოლოგია, საკლასო და კლასგარეშე აქტივობები და ა.შ.
- ბატონო სერგო, ზოგადად რას ემსახურება საგნის „მე და საზოგადოება“ დანერგვა სკოლის დაწყებით საფეხურზე?
- საგანი მიზნად ისახავს, მოსწავლეს ჩამოუყალიბოს პასუხისმგებლობა და მზრუნველი დამოკიდებულება საკუთარი თავის, ოჯახის, თემის, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. ასევე, დაეხმაროს საკუთარი თავის საზოგადოების წევრად აღქმაში, გააცნობიერებინოს, რომ თავის უშუალო გარემოზე ზრუნვით იწყება სამშობლოს სიყვარული, გამოუმუშაოს გარემოში ადეკვატურად და ეთიკურად მოქმედების უნარი, ასწავლოს ზრუნვა საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოების დაცვაზე.
- რა იყო კვლევის ძირითადი თემები?
- კვლევის ძირითადი თემები იყო: დამოკიდებულება საგნის „მე და საზოგადოება“ მიმართ, როგორც კვლევის სამიზნე ჯგუფებში, ისე საზოგადოებაში; საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების დაწყების ოპტიმალური საფეხური; ცხოვრების ჯანსაღი წესი; ოჯახი; ტოლერანტობა და განსხვავებულობის მიმართ შემწყნარებლობა; გენდერული თანასწორობა; პედაგოგთა კომპეტენცია და მათთვის საგნის „მე და საზოგადოება“ ჩატარების მინდობა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ საგნის სტანდარტით გათვალისწინებულია საკმაოდ ფართე სპექტრი საკითხებისა, თუმცა ჩვენ კვლევაში ჩავუღრმავდით უფრო ისეთ საკითხებს, რომლებზედაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოვლინდა საზოგადოებაში.
- რამდენად მზად არიან პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები ამ საგნის სწავლების დასაწყებად და არის თუ არა პრაქტიკული საჭიროება, რომ საგნის სტანდარტით გათვალისწინებული საკითხები ისწავლებოდეს სკოლაში?
- კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ დაწყებითი კლასების მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების აბსოლუტური უმრავლესობა „მე და საზოგადოებას“ დადებითად აფასებენ და არის მზაობა სასწავლო პროცესში მის შემოღებასთან დაკავშირებით.
კვლევის შედეგების თანახმად, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ბუნებრივ ინტერესს გამოხატავენ იმ საკითხების მიმართ, რომელიც, სავარაუდოდ, შეტანილი იქნება საგანში „მე და საზოგადოება“, მაგალითად - ოჯახი, ცხოვრების ჯანსაღი წესი, ტოლერანტობა და სხვა. და მასწავლებლებს ისედაც უწევთ ამ საკითხებთან დაკავშირებით განმარტებების მიცემა მოსწავლეებისთვის, თუმცა, პედაგოგები უჩივიან ამ თემებზე არსებული სასწავლო ლიტერატურის ნაკლებობას და მიესალმებიან, თუ მოხდება ამ თემებზე ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება და სწავლება სტრუქტურირებულად, მეთოდოლოგიის დაცვით.
ამავე დროს, კვლევამ ანახა, რომ ბავშვები საზოგადოებრივი მეცნიერებებით გათვალისწინებული თემების შესახებ ინფორმაციას სრულყოფილად ვერ იღებენ ოჯახებიდან, რადგანაც მშობლებს, ხშირ შემთხვევაში, არ ყოფნით კომპეტენცია, ისაუბრონ შესაბამის თემებზე და/ან არ გააჩნიათ ამისთვის დრო. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საგნის “მე და საზოგადოება“ სწავლების დაწყება ზუსტად რომ დაწყებით საფეხურზე, მე-3 კლასიდან, რადგანაც, როგორც ვიცით, პიროვნული უნარ-ჩვევების გამომუშავება, ზუსტად ადრეულ ასაკში ხორციელდება და ადრეულ ეტაპზე ჩამოყალიბებული სწორი ქცევები და დამოკიდებულებები ქმნის ხელსაყრელ საფუძველს, რომ ახალგაზრდა გაიზარდოს ჯანმრთელ, ტოლერანტულ, ემპათიის უნარის მქონე და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ.
- ოპონენტები ხშირად საუბრობენ, რომ რა საჭიროა ეს საგანი, როდესაც იგივე შემწყნარებლობის თუ სამშობლოს ან ოჯახის სიყვარულის მაგალითები უხვადაა ჩვენს ლიტერატურაში?
- კი ბატონო, ეს მართლაც ასეა. თუმცა, ძალიან ბევრი თემა სასკოლო პროგრამაში შედის უკვე მაღალ კლასებში მერვე, მეცხრე, მეათე კლასში. როგორც ვთქვი, მნიშვნელოვანია, რომ უნარ-ჩვევების გამომუშავება და განმტკიცება მოხდეს ადრეულ ასაკში, რადგანაც მაღალ კლასებში ბავშვებს აქვთ უკვე ჩამოყალიბებული და ხშირ შემთხვევაში არასწორი დამოკიდებულებები და ჩვევები. მაგალითად, პირადი ჰიგიენის დაცვა, სწორი კვება, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნება, სპორტული აქტივობები, დასვენებისა და შრომის სწორი გადანაწილება და ა.შ. თუ ამაზე ბავშვს არ ვესაუბრეთ სკოლის დაწყებით საფეხურზე მე-9 მე-10 კლაში უკვე გვიანია. თანაც, როდესაც ლიტერატურა მოჰყავთ მაგალითად, არის ბევრი ისეთი თემა, რომელიც არცერთ ქართველ მწერალთან არ გვხვდება. მაგალითად, გზაზე უსაფრთხოდ გადასვლის წესები, შუქნიშნის ცნობა, ლაშქრობის დროს ხანძრის გაჩენის თავიდან აცილება, ქუჩაში ნაგვის დაყრის მავნებლობა და ა.შ. ასე, რომ არის ინფორმაცია და მთელი რიგი უნარ-ჩვევებისა, რაც ბავშვმა უნდა შეიძინოს ადრეულ კლასებში, მანან სანამ ის ეზიარება ქართველ თუ უცხოელ კლასიკოსებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მაღალ კლასებში არ გრძელდება ამ თემებზე საუბარი, თუნდაც სამშობლოს თემა, გარემო და სხვა, სადაც დიახაც რომ ლიტერატურული მაგალითების გამყარებით ხდება ამ თემების მიწოდება უფრო ღრმად და გართულებულად, მაგრამ საფუძველი უნდა ჩაეყაროს ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით კი პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
- განსაკუთრებით აჟიოტაჟს იწვევს ისეთი თემები, როგორიცაა გენდერი და ტოლერანტობა. ამ მხრივ რა საჭიროებები გამოავლინა კვლევამ?
- რაც შეეხება, გენდერის თემას, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ გენდერი, როგორც ასეთი სტანდარტის არცერთ ვარიანტში არ იყო შეტანილი. თუმცა, გენდერის თემატიკაზე გამყვანი ზოგიერთი საკითხი არის სტანდარტში და კვლევამაც აჩვენა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საკითხები. ასე, მაგალითად, ოჯახის თემაზე საუბრისას, ყველაზე მნიშვნელოვან თემებად სახელდება ოჯახის წევრებს შორის ურთიერთპატივისცემა, ოჯახში ძალადობის, მათ შორის გენდერულის, დაუშვებლობა, უფროსი თაობის დაფასება, საოჯახო საქმიანობის თანაბარზომიერი და სამართლიანი გადანაწილება ოჯახის შიგნით ქალსა და კაცს შორის, მამების და დედების თანაბარი მონაწილეობა ბავშვის აღზრდის საქმეში. ეს თემები ემსახურება გენდერული თანასწორობის გაღვივებას ბავშვებში. თუმცა, მე პირადად ვისურვებდი უფრო მეტადაც იყოს ასახული ეს საკითხი და არ იყოს შიში ამ სიტყვის-გენდერის მიმართ.
კვლევამ აჩვენა, რომ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მშობლებში აღინიშნება ინფორმაციისა და ცოდნის დეფიციტი გენდერის თემასთან მიმართებაში. ზოგ შემთხვევაში, მშობლები თვითონ იმყოფებიან გენდერული სტერეოტიპების ზეგავლენის ქვეშ. გენდერის და სექსუალური ორიენტაციის საკითხები, ხშირად ერთმანეთთან არის გაიგივებული, რაც ამ საკითხის სრულ უცოდინრობაზე მიანიშნებს. მითუმეტეს, აქტუალურია გენდერის თემაზე საუბარი დღეს, როდესაც ზოგადად, ქვეყანაში დგას გენდერული დისბალანსის პრობლემა (ოჯახში გენდერული ძალადობის მომატებული შემთხვევები, ქალსა და მამაკაცს შორის საოჯახო საქმის უსამართლო და არათანაბარზომიერი განაწილება, მამების ნაკლები ჩართულობა ბავშვის მოვლისა და აღზრდის საქმეში და სხვ.) და ხშირ შემთხვევაში ამის მიზეზი არის გენდერის თემატიკაზე განათლების დაბალი დონე. გენდერული უთანასწორობის მაგალითებს კვლევის მონაწილეები უხვად ასახელებენ, როგორც ოჯახის, ასევე სკოლის პირობებში.
- ოპონენტები ასევე დიდ დროს უთმობენ ტოლერანტობის სწავლების მავნებლობას. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, თქვენი აზრით, და რა საჭიროებები ანახა კვლევამ?
- რაც შეეხება ტოლერანტობას, ხშირად გვსმენია, რომ ტოლერანტობის სწავლა ქართველებს არ გვესწავლებაო, მაგრამ არც ასეა საქმე. კვლევის საფუძველზე იკვეთება იმის პრაქტიკული საჭიროება, რომ განსხვავებულობის მიმართ შემწყნარებლობის, ანუ ტოლერანტობის თემა ისწავლებოდეს სკოლაში დაწყებით საფეხურზევე. სამწუხაროდ, სკოლებში კვლავ არსებობს საშიშროება, რომ მოხდეს მოსწავლის დისკრიმინაცია განსხვავებული რელიგიის, ეთნიკურობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით.
მოვიყვან პრაქტიკულ მაგალითებს კვლევიდან. მაგალითად, არის ბევრი მაგალითი იმისა, როდესაც მშობლები აპროტესტებენ მათი შვილების კლასში ბავშვის გადმოყვანას, რომელიც ეტლსაა მიჯაჭვული. მასწავლებლები აღნიშნავენ, შემთხვევებს, როდესაც მოსწავლეებს გაუპროტესტებიათ რამე ფიზიკური დეფექტის მქონე ბავშვის მათ კლასში გადმოყვანა. ეს უფრო მაღალ კლასებში აღინიშნება და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმის აუცილებლობაზე, რომ განსხვავებულობის მიმართ შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის სწავლება სკოლის დაწყებით საფეხურზე იწყებოდეს, რომ ბავშვი აღიზარდოს კეთილ, ემპათიურ, სხვისი აზრის პატივისმცემელ ადამიანად.
განსაკუთრებით აქტუალურად გამოვლინდა ტოლერანტობის სწავლების აუცილებლობა აჭარის რეგიონში. სადაც მოჰყავთ მაგალითები, როდესაც იმის გამო, რომ მასწავლებელი ყოველ გაკვეთილს იწყებდა და ამთავრებდა ლოცვით, რამდენიმე არაქრისტიანი მოსწავლე იძულებული იყო დაეტოვებინა კლასი საერთოდ. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო არის მრავალეთნიკური ქვეყანა, სადაც მრავალი განსახვავებული აღმსარებლობის ადამიანი ცხოვრობს, მიზანშეწონილი არ არის სკოლებში მიზანმიმართულად ხდებოდეს რომელიმე ერთი რელიგიის პროპაგანდა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხვა რელიგიური აღმსარებლობის მოსწავლეთა დისტანცირება თანატოლებისაგან და, საბოლოო ჯამში, საზოგადოებისაგან გარიყვა.
იგივე შეიძლება ითქვას ეთნიკურ ტოლერანტობაზე. შემიძლია მოვიყვანო მაგალითი, როდესაც მშობლებს გაუპროტესტებიათ მათი ბავშვების კლასში ერაყელი ეროვნების ბავშვის გადმოსვლა, .იმ მიზეზით, რომ ერთი ერაყელი ბავშვი სხვა 30 ბავშვს ერაყულად აალაპარაკებდა და ქართველობას დააკარგვინებდა. ასე, რომ ეს თემაც, დამეთანხმეთ აქტუალურია და საჭიროა ბავშვებს ადრიდანვე ვასწავლოთ შემწყნარებლობა, რომლითაც ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში გამოვირჩეოდით, მაგრამ დღეს როგორც ჩანს ცოტა რეგრესი გვაქვს ამ მიმართულებით.
არის კიდევ ბევრი საინტერესო მიგნება და დასკვნა, თუმცა ინტერვიუს ფორმატში ყველაფერზე საუბარი შეუძლებელია. კვლევის სრული ვერსია ხელმისაწვდომი და საჯაროა.
- თქვენი აზრით, რამ გამოიწვი ის აჟიოტაჟი და დაპირისპირება ამ საგანთან დაკავშირებით რასაც თვალყურს ვადევნებთ ბოლო ხანებია?
- ჩვენ ამის შესახებ კვლევის მონაწილეებსაც ვეკითხებოდით. მათი აზრით, საზოგადოებაში გაჩენილი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება საგანთან „მე და საზოგადოება“ დაკავშირებით სავარაუდოდ დაკავშირებულია ინფორმაციის ნაკლებობასთან. ასევე, მედიასა და ინტერნეტსაშუალებებში საგანთან დაკავშირებით ვრცელდებოდა დაუზუსტებელი და ტენდენციური ინფორმაცია და რიგ შემთხვევებში ხდებოდა საკითხების პოლიტიკურ და რელიგიურ ჭრილში გადაყვანა.
ჩემი მხრიდან დავამატებ, რომ ყოვლად აღმაშფოთებელია ის სიცრუე და ცილისწამება, რასაც საზოგადოების რამდენიმე წევრი ავრცელებს. ეს არის მიზანმიმართული სიყალბის ტირაჟირება, რომელიც მიზნად ისახავს დასავლური იდეებისა დისკრედიტაციას და პრორუსული „კგბ-შნიკური“ პროპაგანდის დანერგვას. ზუსტად ამიტომ არის ამ საგნის სწავლება აუცილებელი, რომ ახალგაზრდას, სხვა სასარგებლო უნარებთან ერთად, განუვითარდეს კრიტიკული აზროვნება და ასეთ ახალგაზრდას ვეღარ შეაშინებენენ სხვადასხვა ჯურის პროვოკატორები შეძახილებით „ქართველობას გვართმევენ“ ან „დასავლეთი გარყვნილებაა“!
”პრაიმნიუსჯორჯია” ესაუბრა გიორგი საკარული
პოლიტიკა
- ევროპელი პარტნიორები მეუბნებოდნენ მაგალითად, უკრაინაში ვიცოდით, ვისთან უნდა გვესაუბრა, ესენი იყვნენ იყო იუჩენკო და ტიმოშენკო, თქვენს შემთხვევაში, ვის ვესაუბრებით, ვინ წარმოადგენს ოპოზიციას - თინა ბოკუჩავა
- გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის გამო, სასამართლომ დავით კირთაძე დააჯარიმა
- საქართველოში, ახალგაზრდები ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა
- შემდეგ ნაბიჯს დღის განმავლობაში მოვიფიქრებთ და შეგატყობინებთ რამე ისეთს, რაც სიურპრიზი იქნება, მათ მწყობრიდან გამოიყვანს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
- ტრამპი უფრო ძლიერია, მას შეუძლია აიძულოს პუტინი დათანმხდეს მშვიდობას - ზელენსკი
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- პრემიუმ ბრენდების საავტომობილო ფილტრები „თეგეტა მოტორსში“
- Volvo EX90-ის მძღოლის მდგომარეობის გაგების სისტემა 2024 წლის საუკეთესო გამოგონებად აღიარეს
- „იდეა პანორამაში“ ბინის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს Geely Coolray ან Geely Emgrand საჩუქრად გადაეცემა
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა