ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეული ლიდერის აქტივობაზე - ვოლოდიმირ ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 18:47 | 01.12.2025
ნანახია: 20

ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეული ლიდერის აქტივობაზე

პარიზში ვიზიტის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ომის დასრულებისა და უსაფრთხოების გარანტირების შესახებ მოლაპარაკებები განიხილა.

„ემანუელთან რამდენიმე საათის განმავლობაში ვისაუბრეთ. ბევრი დეტალის შეფასება მოვახერხეთ. უდიდესი ყურადღება ექცევა ომის დასრულებისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებებს. ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს“, - დაწერა ზელენსკიმ ორშაბათს Telegram-ზე.

მან დასძინა, რომ ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეული ლიდერის აქტივობაზე. მან ასევე განაცხადა, რომ დღეს სხვა ლიდერებთანავ შედგება კომუნიკაციები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე