ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025
საქართველო, თბილისი - 01:07 | 21.11.2025 ნანახია: 4927
საქართველოში ნეიროქირურგიის ახალი ეპოქა დაიწყო. 15 ნოემბერს სასტუმრო „ბილტმორში“ ავერსის კლინიკამ გამართა სიმპოზიუმი, რომელიც უძველესი ქირურგიული სტრატეგიების ნაცვლად უახლეს, უსისხლო და უმტკივნეულო ტექნოლოგიას, Gamma Knife Radiosurgery-ს მიეძღვნა.
ეს არის მეთოდი, რომელიც ქმნის შესაძლებლობას, რომ თავის ტვინის სიმსივნეები, ნერვული სისტემის რთული პათოლოგიები და იშვიათი მალფორმაციებიც კი დამიზნებულად, ყველაზე მაღალი სიზუსტით და ჯანმრთელი ქსოვილების დაზიანების გარეშე დამუშავდეს. Gamma Knife Radiosurgery გამა გამოსხივებას იყენებს. პროცედურის დროს 192 სხივი ერთ წერტილში იკრიბება, წარმოიქმნება ენერგია, რომელიც მიემართება დაზიანებული ქსოვილისკენ და ანადგურებს მას. ყველაზე მნიშნველოვანი ის ფაქტია, რომ გამოსხივება არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილს. პროცედურის ხანგრძლოვობა ნახევარი საათიდან ერთ საათამდე მერყეობს და დამოკიდებულია თავის ტვინში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესზე. სესიის მიმდინარეობისას პაციენტებს შეუძლიათ ესაუბრონ ექიმს, დაიძინონ ან მოუსმინონ მუსიკას. პროცედურა არ საჭიროებს ანესთეზიას და ქირურგიული ოპერაციებისგან განსხვავებით, მიმდინარეობს უმტკივნეულოდ და გართულებების გარეშე. პროცედურის დასრულების შემდეგ პაციენტები იმავე დღეს ეწერებიან ბინაზე, მომდევნო დღეს კი შეუძლიათ დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
უკვე ერთი წელია, რაც Gamma Knife Esprit ტექნოლოგიის უახლესი თაობის სისტემა ხელმისაწვდომია ავერსის კლინიკაში. ამ პერიოდში 300-ზე მეტმა პაციენტმა მიიღო ეფექტური და უსაფრთხო მკურნალობა. საქართველო კავკასიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ასეთ მაღალტექნოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს როგორც მოზრდილ, ისე მცირეწლოვან და ორსულ პაციენტებს.
სიმპოზიუმზე საერთაშორისო ექსპერტებმა მიმოიხილეს უახლესი მიღწევები რადიოქირურგიაში, მათ შორის რთული მეტასტაზების, მენინგიომების, ვესტიბულარული შვანომების, პედიატრიული
სიმსივნეების და ნევროლოგიური დარღვევების მკურნალობა. წარმოდგენილმა კვლევებმა აჩვენა შთამბეჭდავი შედეგები.
თბილისში შეიკრიბნენ მსოფლიოს წამყვანი ნეიროქირურგები თურქეთიდან, საფრანგეთიდან და ხორვატიიდან. ქართული მედიცინის სახელით კი მოხსენებით წარსდგა ავერსის კლინიკის ნეიროქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი, ლაშა ბაქრაძე. სპეციალისტი, რომელიც ყოველდღიურად იყენებს Gamma Knife-ის შესაძლებლობებს პაციენტების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

ლაშა ბაქრაძე
როგორი იყო თქვენი პირველი შეხება Gamma Knife Radiosurgery-სთან და რა ინოვაციებთანაა დაკავშრებული ეს ნეიროქირურგიაში?
რადიოქირურგიულ ტექნოლოგიასთან, კერძოდ „გამა ნაიფთან“, ჩემი პირველი პროფესიული შეხება 2007 წელს მოხდა, როდესაც საჭირო გახდა მისი გამოყენება ჩემი ახლობლის სამკურნალოდ. ამ მიზეზით უცხოეთში მომიწია ახლოდან გამეცნო ეს ტექნოლოგია. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში გამოყენებული აპარატი წინა თაობის მოდელს წარმოადგენდა, ნათლად განისაზღვრა „გამა ნაიფის“, როგორც ინვაზიური ქირურგიის მაღალეფექტიანი ალტერნატივის უნიკალური მნიშვნელობა. Gamma Knife გამოიყენება თავის ტვინის პათოლოგიების სამკურნალოდ, მათ შორის სიმსივნეების, სისხლძარღვოვანი მალფორმაციების და სხვა ნევროლოგიური მდგომარეობების შემთხვევაში. ტექნოლოგია იძლევა ქირურგიული ჩარევის თანაბარ თერაპიულ ეფექტს, თუმცა სრულიად არაინვაზიური მეთოდით, განაკვეთის, სისხლთან კონტაქტისა და იმ გართულებების გარეშე, რომლებიც ტრადიციულ ნეიროქირურგიულ ჩარევებს ხშირად თან სდევს. საქართველოში დანერგილი მოწყობილობა წარმოადგენს უახლესი თაობის, შვედური კომპანიიის მიერ წარმოებულ მოდელს. თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში Gamma Knife აღიარებულია რადიოქირურგიის „ოქროს სტანდარტად“, რომელიც გამოირჩევა სიზუსტითა და უსაფრთხოებით. მისი გამოყენება დასაშვებია ყველა ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის ბავშვებსა და ორსულებში. პრაქტიკულად არ არსებობს თავის ტვინის ისეთი უბანი, რომლის რადიოქირურგიული მართვაც ამ მეთოდით შეუძლებელია.
Gamma Knife Radiosurgery საკმაოდ კომპლექსური და ძვირადღირებული ტექნოლოგიაა. რა მნიშვნელობა აქვს ამ პროცედურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის ?
აღსანიშნავია, რომ Gamma Knife წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მაღალი ღირებულების სამედიცინო ტექნოლოგიას თანამედროვე მედიცინაში. მისი დანერგვით საქართველოში პირველად ხორციელდება სრულფასოვანი რადიოქირურგიული მომსახურება, რაც ქვეყანას იმ იშვიათ სახელმწიფოების რიგში აყენებს, რომლებშიც ამ დონის ტექნოლოგიური რესურსი ხელმისაწვდომია. უახლოეს 1400 კილომეტრში არ არსებობს Gamma Knife-ის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ საქართველოში ჩამოდიან უცხოელი პაციენტები სომხეთიდან,ჩრდილოეთ კავკასიიდან: აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, ასევე ბელორუსიიდან, მოლდოვადან, ასევე შუა აზიის ქვეყნებიდან. ყველაზე მნიშნველოვანი ის არის, რომ ქართველებს თუ წლების წინ უწევდათ უცხოეთში გამგზავრება, რაც დიდ ფინანსურ ხარჯთან იყო დაკავშირებული, ასეთი პაციენტები დღეს უკვე საკუთარ ქვეყანაში მკურნალობენ.
არსებითად როგორ შეცვალა სტერეოტაქტიკურმა რადიოქირურგიამ პაციენტების მკურნალობის პროცესი?
გამა ნაიფი არის ნეიროქირურგიის მიერ შექმნილი უახლესი ტექნოლოგიური აპარატი, რომელიც დღეს მნიშნველოვნად ეხმარება ნეიროქირურგებს. მისი არსებობა გვაძლევს უფრო დიდ თავდაჯერებას მკურნალობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. თუ წარსულში ზოგიერთ შემთხვევაში გვიწევდა პაციენტის სიცოცხლისთვის მაღალრისკიანი გადაწყვეტილებების მიღება პათოლოგიის მაქსიმალურად დიდი რაოდენობით მოცილების მიზნით ისეთი სტრუქტურებიდან, როგორებიცაა საძილე არტერია, მხედველობის ნერვი და სხვა კრიტიკული უბნები, დღეს, გამა ნაიფის წყალობით, უკვე შესაძლებელია უფრო უსაფრთხო მიდგომის არჩევა. პაციენტს წინასწარ ვაწვდით სრულ ინფორმაციას, მას ვუხსნით, რომ ოპერაციის დროს რეზექცირდება მხოლოდ ის ნაწილი, რომლის ამოღებაც სიცოცხლისთვის მინიმალური რისკის შემცველია და მაქსიმალურად შემცირდება სიმსივნის მოცულობა. დარჩენილი ნაწილის მიზნობრივად გასანადგურებლად კი ოპერაციის შემდეგ იგეგმება გამა ნაიფით მკურნალობა. ეს მიდგომა პაციენტს იცავს ინვალიდობისა და იმ გართულებებისგან, რომლებიც შეიძლება თან ახლდეს ტრადიციულ ნეიროქირურგიულ ჩარევას.
რატომ ჯობია სხვა ტიპის ქირურგიულ ჩარევებს Gamma Knife-ით მურნალობა და სპეფიციკურად რომელი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება?
გამა ნაიფი ეფექტურად გამოიყენება თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნეების: მენინგიომების, ნევრინომების, ჰიპოფიზის ადენომების, ჰემანგიობლასტომებისა და სხვა პათოლოგიების სამკურნალოდოდ. ნეიროქირურგიული ჩარევა ყოველთვის შეიცავს გარკვეულ რისკებს: ლეტალობა საშუალოდ 0.5%-ია, ხოლო გართულებები 22%-მდე აღწევს. გამა ნაიფის დანერგვამ მნიშვნელოვნად შეამცირა საჭიროება მაღალრისკიანი ქირურგიული ჩარევებისა, თუმცა ყველა შემთხვევა ამისთვის შესაფერისი არაა და გადაწყვეტილება ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე მიიღება. მნიშვნელოვანი პროგრესია ასევე თავის ტვინის მეტასტაზების რადიოქირურგიული მკურნალობა. თუ ადრე მეტასტაზები განაჩენად ითვლებოდა, დღეს გამა ნაიფი ბევრ პაციენტს მეტასტაზებით მრავალწლიანი, ხარისხიანი ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს.
პოლიტიკა
- ადამიანი თუ ქვეყნის ინტერესებს ასცდება და დანაშაულს ჩაიდენს, პასუხი უნდა აგოს, სახელმწიფო მკაცრი იქნება - მარიამ ლაშხი ფარცხალაძეზე
- ეს არ არის ის ქვეყანა, რომელზეც ქართველი ხალხი ოცნებობდა, ეს არის სოციოპათი პოლიტიკოსების თავში მოხარშული რაღაც საშინელება, გროტესკი, აბსურდი, ასეთ რეჟიმს საქართველოში შანსი არ აქვს - ლევან ცუცქირიძე
- აშშ-ს პირდაპირი ბმა ევროკავშირთან არ აქვს, საქართველოსთან მიმდინარე პროცესი სხვა საქმეა, თუ შენ ამ გაერთიანების პოტენციურ წევრად განიხილავ თავს და გაქვს გარკვეული ინსტიტუციური ბმები, უნდა დაექვემდებარო მის წესებს - ირაკლი ფავლენიშვილი
- აშშ-მა ძალიან კარგ მდგომარეობაში ჩააყენა და ამას მივესალმები, თავის ტყავზე გამოცადონ, რასაც სხვებს უკეთებენ - თენგიზ შარმანაშვილი ევროპელების დასანქცირებაზე
საზოგადოება
- საირმეში დათევზიანების მეორე ეტაპი დასრულდა - მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი გაუშვეს
- აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ
- „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ნიკა ლებანიძის ობიექტივში
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
სამართალი
- ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სასით პატიმრობა შეეფარდა
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
მსოფლიო
- დღეს ევროპელ ლიდერებთან კარგი დისკუსია მქონდა უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის, მისი უსაფრთხოებისა და ქვეყნის აღდგენის შესახებ - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- თითქმის ერთი დღე გავიდა და რუსეთს ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ და ვერც წარმოადგენს, რადგან თავდასხმა არ ყოფილა - ანდრიი სიბიჰა
- რუსეთის მიზანია 2026 წლისთვის დონბასის მთელი ტერიტორიისა და ზაპოროჟიეს ოლქის დაკავება - კირილო ბუდანოვი
- უკრაინაში ომი, შესაძლოა, 90 დღის განმავლობაში დასრულდეს - ნატო-ში აშშ-ის ელჩი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
- ათწლეულები „თეგეტასთან“ ერთად - კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















