კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანია დაღუპული

საქართველო, თბილისი - 12:58 | 25.11.2025
ნანახია: 26

რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

ასევე უკრაინული მედია იუწყება, რომ ნანგრევებში სესაძლოა ადამიანები იყვნენ დარჩენილი

სამაშველო სამსახურის ცნობით, დაშავებულია 13 ადამიანი, ამთ შორის ერთი ბავშვია. გადარჩენილია 18 მოქალაქე.

კიევის პეჩერის რაიონში მტერმა 22-სართულიან საცხოვრებელ სახლს დაარტყა, დაინგრა რამდენიმე სართული. გაჩნდა ხანძარი.

დნიპროს რაიონში ჭურვი 9-სართულიან კორპუსს მოხვდა, დარნიცის რაიონში დარტყმა განხორციელდა არასაცხოვრებელ შენობაზე.

რუსეთმა შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე