დიადი ერის დიადი ადამიანი - ვოლოდიმირ ზელენსკი ბუბა კიკაბიძეზე

საქართველო, თბილისი - 20:34 | 15.01.2023
ნანახია: 369

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველი მსახიობისა და მომღერლის, ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმიანება და სამძიმარს უცხადებს მის ახლობლებს.

"ვახტანგ კიკაბიძე. მეგობარი, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო. დიადი ერის დიადი ადამიანი. ლეგენდა, რომელსაც ყველა დიდ პატივს ვცემდით. ნათელი ხსოვნა ხელოვანს და სამძიმარი მის ახლობლებს", - წერს ზელენსკი და ბუბა კიკაბიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

მომღერალი, კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე