მიხეილ სააკაშვილის მომდევნო პროცესი 11 იანვარს ჩაინიშნა

საქართველო, თბილისი - 18:01 | 09.01.2023
ნანახია: 298

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 11 იანვარს გაიმართება. მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომა 12:00 საათზე ჩანიშნა.

დღევანდელ პროცესზე ამერიკელი ექიმი შაჰინ ლაჰანი გამოიკითხა, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილი სერიოზულად არის ავად და დაავადებები ხელისშემშლელი ფაქტორია მისთვის სასჯელის მოხდისთვის.
11 იანვარს სასამართლო პროცესზე ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი გამოიკითხება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე