სააკაშვილის სერიოზული დაავადებები ხელისშემშლელია სასჯელის მოხდისთვის - ამერიკელი ექიმი

საქართველო, თბილისი - 14:43 | 09.01.2023
ნანახია: 299

ამერიკელი ექსპერტი, ნევროლოგი ემანუელ ლაჰანი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის დაავადებები, სასჯელის მოხდისთვის ხელისშემშლელია. ამ თემაზე მან ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის კითხვას სასამართლო პროცესზე უპასუხა, სადაც ის მოწმის სახით იკითხება.

"დიახ, მე მივიჩნევ, როგორც ნევროპათოლოგის, რომ მისი სერიოზული დაავადებები არის ხელისშემშლელი ფაქტორი მისთვის სასჯელის მოხდისთვის... მას არ შეუძლია მოიხადოს ეს სასჯელი, გამომდინარე მისი დაავადებებიდან", - განაცხადა ლაჰანმა ადვოკატის შეკითხვის პასუხად.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე