ბათუმში ახლაგაზრდა კაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 19:57 | 06.01.2023
ნანახია: 299

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. დაჭრილის მამა მთავარ არხთან აცხადებს, რომ შელაპარაკება მანქანის პარკირების გამო დაიწყო, რა დროსაც მის შვილს სახისა და გულმკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.

დაჭრილი საავადმყოფოში იმყოფება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე