500 დღეა ლაპარაკია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რომ ხვალ-ზეგ გარდაიცვლება, უკვე ცხედრის სუნი ასდის, პირადად მაქვს საფუძველი, ვიფიქრო, რომ ეს არის ელემენტარული სიმულაცია - ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 17:29 | 06.01.2023
ნანახია: 265

500 დღეა ლაპარაკია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რომ ხვალ-ზეგ გარდაიცვლება, უკვე ცხედრის სუნი ასდის, პირადად მაქვს საფუძველი, ვიფიქრო, რომ ეს არის ელემენტარული სიმულაცია, - ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

"500 დღეა ლაპარაკია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ლაპარაკია იმაზე, რომ ის ხვალ-ზეგ გარდაიცვლება, რომ მას უკვე ცხედრის სუნი ასდის, რომ ფერი შეიცვალა, რომ გონებას კარგავს. მთელი რიგი ასპექტებიდან გამომდინარე, მე პირადად მაქვს საფუძველი, ვიფიქრო და ვილაპარაკო, რომ ეს არის ელემენტარული სიმულაცია, მითუმეტეს, იგი უარს აცხადებს ყოველგვარი ანალიზის გაკეთებაზე. რაც შეეხება მოწამვლის თემას, რომელზეც მისი ადვოკატი, გარემოცვა, თუ თავად საუბრობს, ეს აშკარა თაღლითობაა, რომელსაც საზღვარი არ აქვს", - თქვა ვოლსკიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე