მაკფოლის განცხადება, რომ ბაიდენმა და მსოფლიო ლიდერებმა სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდონ, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი - ხატია დეკანოიძე
საქართველო, თბილისი - 13:00 | 05.01.2023 ნანახია: 680
The Washington Post-ში დღეს გამოქვეყნდა უმნიშვნელოვანესი სტატია მაიკლ მაკფოლის, იგი მოუწოდებს მსოფლიოს, არ დაუშვან, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობაში მოკვდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ ყურადღება, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა იზრდება.
„გუშინდელი დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მხარდამჭერი აქცია გაიმართა, დღეს კი, „ვაშინგტო პოსტში“ გამოქვეყნდა მაიკლ მაკფოლის უმნიშვნელოვანესი სტატია, იგი მუდმივად მუშაობს რეგიონზე. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, მაიკლ მაკფოლი ერმაკთან ერთად, არის სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელი და მას მიყავს ჯგუფი, რომელიც მუშაობს, მათ შორის ოლიგარქისა და სხვადასხვა ოლიგარქიული წრეების, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთთან სანქციებთან. როგორც საზოგადოებას ახსოვს, ჩვენ მასთან გვქონდა ამ ზაფხულს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ამიტომ მისი გამოხმაურება არის უმნიშვნელოვანესი“, – განაცხადა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, სტატიაში გასაგებად და ძალიან ნათლად აღწერილია ის ანატომია, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების ობიექტი, მიხეილ სააკაშვილი არის პრაქტიკულად პუტინის პატიმარი.
„მაკფოლი მოუწოდებს მსოფლიოს, არ დაუშვან, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობაში მოკვდეს. ამერიკელი დიპლომატი ხაზს უსვამს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებულ სამედიცინო დასკვნას შესაძლო მოწამვლის შესახებ და ურთავს კლინიკიდან ბოლოს გავრცელებულ სურათს და მას უწოდებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და ჯანმრთელობა არის უკიდურესად საზიანო, ეს მისი მდგომარეობა მხოლოდ და მხოლოდ ახარებს პუტინს.
ასეთი მაღალი დონის დიპლომატისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ასევე თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან დაახლოებული, ძალიან მნიშვნელოვანი ექსპერტის, სტენფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დირექტორის შეფასება, განსაკუთრებით პუტინის მიერ მოაზრებულ მიხეილ სააკაშვილის დასჯასთან, არის ძალიან მნიშვნელოვანი.
შეგახსენებთ, ის საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც ხელისუფლებაში მოვიდა 2012 წელს, პუტინის პროქსებს უწოდებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, რომელმაც დიდი რაოდენობით ფინანსური კაპიტალი დააგროვა, არა საქართველოში, არამედ რუსეთში, სწორედ ამ პარტიის მმართველობაში ყოფნისას მოხდა პარტიების შევიწროება, სამოქალაქო სექტორის დევნა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პარტიის მმართველობისას ხდება ყველაზე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება საპყრობილეში, რაც პირველ რიგში უხარია პუტინს“, – აღნიშნა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, მაკფოლი ხაზს უსვამს, რომ სააკაშვილის სიკვდილი იქნება პუტინის გამარჯვება და დარტყმა ქართულ დემოკრატიაზე.
„ეს კარგად ესმის, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკის, რომელმაც გასულ თვეში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ექსპრეზიდენტის გათავისუფლებისკენ. აგრეთვე იგი ეყრდნობა სტრასბურგის რეზოლუციას, რომელშიც გასაგებად არის ჩაწერილი, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, რომ ის ყარამურზასთან ერთად, დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს. ამიტომ მისი მოწოდება, რომ ბაიდენმა და მსოფლიო ლიდერებმა ყველაფერი გააკეთონ, რათა საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდონ, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, ეს სტატია, ასევე ბევრი სხვა მიმართულებით მუშაობა, ნამდვილად შესძენს დამატებით ეფექტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ყურადღებას, რომელიც აუცილებელია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მიმართულებით“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
როგორც დეკანოიძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის ეს მდგომარეობა, რომელზეც შეშფოთებას გამოთქვამს მთელი სამყარო, ყველა ის ადამიანი, რომელიც არის დაკავშირებული დემოკრატიასთან, ცივილიზაციასთან არის უმნიშვნელოვანეს კავშირში უკრაინაში რუსულ სამხედრო აგრესიასთან.
„ყველა აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის დასჯა პუტინს სურდა 2008 წლის შემდეგ და იგი ამაზე ხმამაღლა საუბრობდა, ამიტომ განსაკუთღებით მნშვნელოვანია, სწორედ დემოკრატიისა და ცივლიზაციისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი არ დაუშვას საზოგადოებამ და მისი განადგურებას საერთაშორისო საზოგადოება აღუდგეს წინ.
ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს ერთი ფაქტი – მიხეილ სააკაშვილის ეს მდგომარეობა მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება, ახარებდეს პუტინს და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მდგომარეობა ახარებს ასევე ბიძინა ივანიშილის ხელისუფლებას, ივანიშვილს, ოლიგარქს და ჩვენი საზოგადოების ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია.
იმ მდგოარეობაში, როცა მთელი მსოფლიო მიხეილ სააკაშვილის გადარჩენს მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს ხელისუფლებას, გუშინ რამდენი ადამიანი გამოვიდა, მათ შორის უკრაინელები მსოფლიოს სხვადასხვა მასშტაბით, მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება კვლავ აგრძელებს სააკაშვილის პოლიტიკურ იზოლაციაში ყოფნას. მე ასევე ვითხოვ ღიად, საჯაროდ, ძალიან მწვავედ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს მოგვეცეს საშუალება, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულება იყოს ის ჩვენი უფლებამოვალეობის ნაწილი, რომელიც არის მნიშვნლეოვანი. ასე პუტინის რეჟიმი ექცევა პოლიტიკურ პატიმრებს, მათ შორის ყარამურზას, ნავალნის.
ბიძინა ივანიშვილს, რუსეთის პროქსად რომ მოიხსენიებს საერთაშოროს პარტნიორების დიდი ნაწილი, არის იმის დადასტურება, რომ იზოლაციით უნდათ ამ ადამიანის განადგურება.
ეს იყო მნიშვნლეოვანი სტატია და დარწმუნებული ვარ, რომ ზეწოლა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, მათ შორის მოწოდება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ მან გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება, გაიზრდება“, – განაცხადა დეკანოიძემ.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















