ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 20:01 | 03.01.2023
ნანახია: 295

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - კოსტავას ქუჩაზე მაზდას მარკის მსუბუქი ავტომანქანა ორ ქვეითს დაეჯახა. შედეგად, ერთი ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

დაღუპული და დაშავებული ნათესავები არიან. ქალები მაღაზიაში მუშაობდნენ და ავტოსაგზაო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, სახლში ბრუნდებოდნენ.

დაშავდა მძღოლიც, რომელიც ქვეითებს დაეჯახა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე