გარდაიცვალა წლინახევრის ბავშვი, რომელიც სასწრაფოს ახალგორიდან თბილისში გადმოჰყავდა

საქართველო, თბილისი - 17:01 | 03.01.2023
ნანახია: 275

წლინახევრის ბავშვი ახალგორი-გორის გზაზე სასწრაფო დახმარების ავტომობილში 2 იანვრის საღამოს დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვი ავად რამდენიმე დღის წინ გახდა და სამედიცინო დახმარება ახალგორის საავადმყოფოში გაეწია, მაგრამ მისი მდგომარეობა დამძიმდა და იმ დროს დაიღუპა, როცა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, გორში გადმოჰყავდათ.

ბავშვი თბილისში ჩამოყვანამდე, მცხეთის სიახლოვეს გარდაიცვალა.

წლინახევრის ბავშვის ცხედარი გორის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ახალგორში საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე