მიხეილ სააკაშვილის საქმეზე იუსტიციის მინისტრს შევხვდით - გერმანიის ელჩი

საქართველო, თბილისი - 19:23 | 28.12.2022
ნანახია: 249

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროში დღეს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ევროკავშირის წევრი 15 ქვეყნის ელჩი და ასევე, აშშ-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ელჩის ინფორმაციით, მინისტრ რატი ბრეგაძესთან ელჩების დღევანდელ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ისაუბრეს.

„აქ ვიყავით ევროკავშირის 15 წევრი ქვეყნის ელჩი, აშშ-ის წარმომადგენლებთან ერთად. მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრს შევხვდით. ჩვენ ვისაუბრეთ მიმდინარე სამართალწარმოებაზე და ჯანმრთელობის საკითხებზე, მაგრამ საუბრის დეტალებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – აცხადებს პეტერ ფიშერი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე