დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული ბინები დაუბრუნდებათ
საქართველო, თბილისი - 13:40 | 07.03.2016 ნანახია: 1931
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით,დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული 3 საცხოვრებელი ბინა და 1 საოფისე ფართი დაუბრუნდებათ.
დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტი. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2010 წლის 6 სექტემბერს მთავარ პროკურატურას დაკავებული ჰყავდა სამშენებლო კომპანია ,,მშენებელი XXI საუკუნი"-ს დირექტორი და დამფუძნებელი მერაბ ლურსმანაშვილი და ნუგზარ ბარბაქაძე, რომელთაც ედავებოდნენ მშენებლობის პროცესში ამხანაგობის კრების ოქმის გაყალბებას და მათ უკანონოდ გამოყენებას.
გამოძიების მსვლელობისას მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა პროკურატურაში დაიბარეს დაკავებული მშენებლების ნუგზარბარბაქაძისა და მერაბ ლურსმანაშვილის მეუღლეები - მარინე რუაძე და მარინე მამაცაშვილი, რომლებსაც განუცხადეს, რომ თუ სურდათ მათ მეუღლეებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება, ამისთვის აუცილებელი იყო უსასყიდლოდ დაეთმოთ წყნეთის გზატკეცილი 39-ში მდებარე მათ კანონიერ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინები, წინააღმდეგ შემთხვევაში ნუგზარ ბარბაქაძეს და მერაბ ლურსმანაშვილს დიდი ხნით მოუწევდათ ციხეში ყოფნა. აღნიშნული ზეწოლის შედეგად, პროკურატურაში არაერთი გამოძახების შემდეგ, მარინე რუაძე და მარინე მამაცაშვილი იძულებულნი გახდნენ დათანხმებოდნენ პროკურატურის უკანონო მოთხოვნას და სახელმწიფოს სახელზე გადააფორმეს მათ საკუთრებაში არსებული ბინები. მხოლოდ ამის შემდეგ პროკურატურამ ბრალდებულებთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება, სადაც არ იქნა ასახული შეთანხმების ,,ჩრდილოვანი პირობა" - ბინების დათმობა, ბრალდებულებს განესაზღვრათ პირობითი მსჯავრი, დაეკისრათ ჯარიმები და მათ დატოვეს საპატიმრო დაწესებულება. უკანონოდ ჩამორთმეული ბინები კი აღირიცხა პროკურატურის და თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე.
გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, ჩვენს მიერ ბინების ჩამორთმევაში მხილებული ყოფილი პროკურორის მიმართ გამოყენებულ იქნა დისკრეცია და არ მოხდა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. თანამშრომლობის შედეგად კი გამოძიება გაგრძელდება პროკურატურის ყოფილი ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მიმართ.
დაზარალებულ მოქალაქეებს მარინე მამაცაშვილს, მერაბ ლურსმანაშვილს, ნუგზარ ბარბაქაძეს და მარინე რუაძეს დაუბრუნდებათ ამჟამად სახელმწიფოს ბალანსზე რიცხული წყნეთის გზატკეცილი 39-ში მდებარე 150 000 დოლარამდე ღირებულების 166 და 87 კვადრატული მეტრი ორი საცხოვრებელი სახლი.
გარდა ამისა, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა კიდევ ერთი დაზარალებული მოქალაქის რამაზ თოთლაძის დარღვეული უფლების აღდგენა მოახერხა. რამაზ თოთლაძე თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 05 ივლისს უსაფუძვლოდ დამნაშავედ ცნო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის და სასჯელად განუსაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით და ჩამოართვა საცხოვრებელი ბინა და საოფისე ფართი.
2016 წლის 14 იანვარს, პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა რამაზ თოთლაძის რეაბილიტაცია - მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა და უკანონოდ ჩამორთმეული საცხოვრებელი ბინის და საოფისე ფართის დაბრუნება. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და დადასტურებულად მიიჩნია, რომ რამაზ თოთლაძეს ბრალდება უკანონოდ ედავებოდა საცხოვრებელი ბინის და საოფისე ფართის შეძენის გზით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რის საფუძველზეც მას ჩამორთმეული ჰქონდა ხსენებული უძრავი ქონებები, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 29 თებერვალს რამაზ თოთლაძის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, მოუხსნა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 50 000 ლარი.
აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართავს, რათა დაზარალებულ მოქალაქეს რამაზ თოთლაძეს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ნახევარ მილიონ ლარამდე ღირებულების თბილისი, ჯანაშიას ქუჩაზე მდებარე დუპლექსის ტიპის 535 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ბინა და ამავე მისამართზე მდებარე 57,04 კვადრატული მეტრი საოფისე ფართი.
ამრიგად, მთავარ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად 5 დაზარალებულ მოქალაქეს პროკურატურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მთავრობის ერთობლივი მუშაობით დაუბრუნდებათ 1 მილიონ ლარამდე ღირებულების 3 საცხოვრებელი ბინა და 1 საოფისე ფართი.
პროცესი, რომელიც პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება დაზარალებული მოქალაქეებისთვის 2012 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში იძულებით ჩამორთმეული ქონებების დაბრუნებას, აქტიურად მიმდინარეობს და მას ექნება შეუქცევადი ხასიათი.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















