ვინც ჩემზე ჭორებს ავრცელებენ, ან იყვნენ მიშას შტაბში, ან კარგად მოკალათებულნი სხვადასხვა თანამდებობებზე, ან ქართუ ბანკში - ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს

საქართველო, თბილისი - 16:20 | 28.12.2022
ნანახია: 404

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ და პრეზიდენტ ზურაბიშვილს მოუწოდებენ, არ შეიწყალოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

აქციის მონაწილეებთან პრეზიდენტი გამოვიდა და სიტყვით მიმართა.

„აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე... მაინტერესებს ის ადამიანები, ვინც ავრცელებენ ჩემ შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში, სად იყვნენ, როდესაც მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები, სად იყვნენ როცა ვიდექი ქუჩაში. მე გეტყვით სად იყვნენ ისინი, ვინც მესიჯბოქსებს ავრცელებენ დღეს, ან იყვნენ მიშას შტაბში, ან იყვნენ კარგად მოკალათებულნი სხვადასხვა თანამდებობებზე, ან იყვნენ ქართუ ბანკში, ისინი ვინც დღეს მესიჯბოქსით ავრცელებენ, თურმე იციან მე რას გავაკეთებ, როდის გავაკეთებ თურმე იციან რატომ გავაკეთებ. ვინ შეიწყალა, მე შევიწყალე, მურუსიძე, ჩინჩალაძე, მე შევიწყალე თუ მე დავაყენე... თუ მე განვაწესე ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ მოხსნის. ეს არ არის შეწყალება? სად ხართ, როდის გააპროტესტეთ, სად იყავით და სად ხართ?"- თქვა ზურაბიშვილმა და სასახლის ეზო დატოვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე