მარნეულში ახალგაზრდა კაცმა მამა და პაპა დაჭრა

საქართველო, თბილისი - 11:00 | 28.12.2022
ნანახია: 290

მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და პაპა დაჭრა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

დაჭრილები საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარება საკმაოდ მძიმეა.

მამას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული, საჭირო გახდა მისი პროფილურ კლინიკაში გადაყვანა, პაპას კი ფილტვი აქვს დაზიანებული.

"ორივე არის მძიმე, მაგრამ მამა განსაკუთრებით, მამა კრიტიკულია, ნეიროქირურგიული ჩარევა სჭირდება და მიდის თბილისში", - თქვა "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკურმა მენეჯერმა. 

ბრალდებული პოლიციამ დააკავა და წინასწარი მოთავსების იზოლატორშია. მას ბრალს პროკურატურა ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე