თუ პრეზიდენტი მიიღებს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას, ეს იქნება ძალიან მძიმე პირადად მისთვის და მისი კარიერისთვის - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 12:58 | 27.12.2022
ნანახია: 229


თუ პრეზიდენტი მიიღებს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან მძიმე პირადად მისთვის და ძალიან მძიმე მისი კარიერისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

"საერთოდ ყველაფერი დადგმულია - მისი [მიხეილ სააკაშვილის] შემოტანა, როგორც განუბაჟებელი საქონლის, აქედან დაწყებული, გაგრძელებული იმ შოუებითა და კონცერტებით, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ. ეს არის მიზანმიმართული დადგმული სპექტაკლები, რომელსაც ჰყავს თავისი აქტორები, იმართება სხვადასხვა ქვეყნიდან, გაფორმებულია სხვადასხვა კონტრაქტები, ხელშეკრულებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარიმართოს პიარკამპანია.

თუ პრეზიდენტი მიიღებს ამ [მიხეილ სააკაშვილის შეწყალების] გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან მძიმე პირადად მისთვის და ძალიან მძიმე მისი კარიერისთვის, ეს იქნება უმძიმესი გადაყვწტილება", - თქვა კალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე