საკუთარ ოჯახის წევრებზე უნდა გამოსცადონ ის, რასაც ხალხი განიცდიდა 2012 წლამდე - კახა კალაძე ევროპარლამენტარებზე

საქართველო, თბილისი - 14:37 | 26.12.2022
ნანახია: 311

საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახის წევრებზე უნდა გამოსცადონ ის, რასაც ხალხი განიცდიდა 2012 წლამდე, - ამის შესახებ განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძე ევროპარლამენტარებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

"თუ კონკრეტულ ევროპარლამენტარებს აქვთ სურვილი, რომლებიც მოგვევლინებიან ვითომ საქართველოს მხარდამჭერებად და ა.შ. და ვითომ საქართველოს გულწრფელი მეგობრები არიან და რეალურად ვიცით, რისი და ვისი მეგობრები არიან

როგორ უნდა უსურვო ეგეთი რაღაც ადამიანს - საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახის წევრებზე უნდა გამოსცადონ ის, რასაც ხალხი განიცდიდა 2012 წლამდე. აბსოლუტურად ამაზრზენია და კატეგორიულად მიუღებელია ის განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ.

არ ვიცი, ამ ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია და არ იციან, რა ხდებოდა წლების განმავლობაში ქვეყანაში? რა დამოკიდებულება იყო პატიმრების მიმართ, ბიზნესის წარმომადგენლების მიმართ, ჩვეულებრივად ადამიანების მიმართ, ვისაც განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა, ტელევიზიების მიმართ, სიტყვისა და გამოხატვის მიმართ, ხომ ვიცით ეს ყველაფერი? არ ვიცით, რა ვითარება იყო ქვეყანაში და დღეს რა მდგომარეობაა?" - თქვა კალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე