მთავრობის მოვალეობაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება - კელი დეგნანი

საქართველო, თბილისი - 19:27 | 23.12.2022
ნანახია: 276

მთავრობის მოვალეობაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს სათანადო სამედიცინო თუ ფსიქოლოგიური დახმარება იმიტომ, რომ ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

"დიდი ყურადღებით და შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე პროცესებს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ სასამართლო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს. მთავრობის მოვალეობაა, რომ მან [მიხეილ სააკაშვილმა] მიიღოს სათანადო სამედიცინო თუ ფსიქოლოგიური დახმარება იმიტომ, რომ ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე. ბევრმა გააკეთა განცხადება, მათ შორის, სახალხო დამცველმა რომ მას სჭირდება სათანადო და საჭირო სამედიცინო დახმარება და ზუსტად ეს უნდა დადგინდეს სასამართლო პროცესზე და ამიტომ შეუფერხებლად უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი", - ამბობს კელი დეგნანი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე